ბატონ დავით თარხან-მოურავსა და ქალბატონ ირმა ინაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებები წამოწყებულ დიდ საქმეში. აფხაზეთის საკითხს ვგულისხმობ. 28 წელი გავიდა, რაც ჩვენ, ქართველებმა, დავკარგეთ აფხაზეთი. ამ პერიოდის განვალობაში ერთი კაციც კი არ დალაპარაკებია აფხაზებს. კომუნიკაცია აუცილებელია და ქ-ნმა ირმამ ეს დიდი საქმე იტვირთა საკუთარ თავზე და აფხაზეთში ჩავიდა, რამაც ჩვენი ქვეყნის, ქართველი ერის მტრებს გულები დაუხეთქა. აქვე მინდა ვთქა ერთი ამბავიც, რომ თვითონ აფხაზები მოწადინებულები არიან დიალოგისთვის, რაც ძალზედ სასიხარულოა. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ბ- ნი სერგეი შამბა, რომელიც დიდი ხანია ძალზედ ფრთხილად ლაპარაკობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განახლებაზე.
გაუსკდათ გულები იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის 22 % ტერიტორია ყოველგვარი კონფლიქტისა და ტყვიის გასროლის გარეშე დაკარგეს და ლანგრით მიართვეს დამპყრობლებს…ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყების წინააღმდეგი ხშირად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც კი ყოფილან. ძალიან ფრთხილად და რეკომენდაციის სახით უარი უთქვამთ - ახლა არ არის შესაბამისი ვითარება, ან იქნებ ცოტა მოგვეცადა კიდევ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქ-ნ ირმას და ბ-ნ დავით თარხან-მოურავს დაუმსახურებლად აუარება ტალახი ესროლეს და უამრავი სიბინძურეც დააბრალეს.
ცხადია, ეს ჭუჭყი და ტალახი მ. სააკაშვილის და გიგა ბოკერიას ბრძანებით იქნა ნასროლი ქ-ნ ირმასა და ბ-ნ დავით თარხან-მოურავისთვის. თუ ვინმეს არ აწყობს დღეს აფხაზებთან დიალოგის დაწყება, ეს გახლავთ მ. სააკაშვილი და ლიბერასტების კლასტერის წინამძღოლი ,გიგა ბოკერია.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ქარული მიწის 22% სააკაშვილის და ბოკერიას უზარმაზარი ძალისხმევით იქნა ჩაბარებული მტრისთვის.
ახლა ,რაც შეეხება უზარმაზარ ღვთისმშობლის ხატს, საჩუქარს, რომელიც ქ-ნმა ირმამ აჩუქა ილორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას… ცხადია , ეს საჩუქარი მხოლოდ სიკეთის და მშვიდობის მომტანი შეიძლება იყოს ორივე მხარისთვის და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება.
ქართველები და აფხაზები აუცილებლად შევრიგდებით და კვლავ გავაგრძელებთ ერთად თანაცხოვრებას.
აქვე მინდა შევეხო ბ-ნი აპლიას განცხადებას. რომელიც გვამცნობს, რომ ღვთისმშობლის ხატი დაბრუნებული იქნა უკან მჩუქებელისთვის. ბ-მა ნადარაიამ და ბ-მა არძინბამ სამი პირი ტყავი გააძრეს ბ-ნ აპლიას ,სანამ უკან არ დააბრუნებინებს „პატრიოტთა ალიანსის“ საჩუქარი. ეს ინფორმაცია ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა მომაწოდეს.
და ბოლოს, ვინ არის და რას წარმოადგენს ბ-ნი ნადარაია. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. ბ -ნი ნადარაია, რომელმაც დიდი ამბავი ატეხა ქ-ნი ირმას ვიზიტთან დაკავშირებით გახლავთ ქართველი ერის დაუძინებელი მტერი, მიუხედავად მისი ქართული გვარისა და წარმომავლობისა.
ბ -ნი ნადარაია გახლავთ ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანი…. ეხლა მოგახსენებთ ერთ ძალიან საინტერესო დეტალს მისი ცხოვრებიდან. ბ-მა ნადარაიამ მოკლა ქართველი პარტიზანი და მისი თავის ქალისგან დაამზადებინა საფერფლე, რასაც დიდი სიამოვნებით იყენებს ყოველდღიურ ყოფაში. დემოსტრაციულად აფერფლებს და ხმაღლა აცხადებს, რომ მისი საფერფლე ქართველი მეომრის თავის ქალიდან არის დამზადებული..
სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში კანონი არ კანონობს და აფხაზეთს მართავენ ამდაგვარი ნაძირლები, როგორიც გახლავთ სადისტი და ქართველების დაუძინებელი მტერი, ვინმე ნადარაია.
ცნობისთვის: ბ-ნი აპლია გახლავთ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი სამღვდელოების წარმომადგენელი“, – წერს ლაშა ამირეჯიბი.