ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ს ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება: დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ ვინ თქვა რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. როგორც ნიკოლეიშვილო წერს, ამერიკის ელჩისგან საზოგადოება პასუხებს ელის დაგროვილ შეკითხვებზე.
"არადა, არაერთი ინფორმაცია დევს ღია წყაროებზე, როგორ გვაწვებიან უკრაინელი პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით. აშკარაა არ მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, ლომჯარიას ინფორმაციას ეყრდნობიან და ბოლოს, ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა! გამომდინარე იქიდან, რომ პასუხები არ შეუსაბამოა, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი დიპლომატისგან მეტ გარკვეულობას ელის საზოგადოება, კითხვები კი არ კლებულობს არამედ იზრდება!" - წერს ნიკოლეიშვილი.
პარლამენტის წევრები სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთ ღია წერილს ავრცელებენ და აშშ-ის ელჩს საქართელოში, კელი დეგნანს მიმართავენ.