24.11.2024 | 17:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლევან სილაგავა: "პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგია და მომდევნო თვეების განმავლობაში დეფიციტი მოსალოდნელი არ არის - ზამთარი უფრო მძიმე იქნება"

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგი არის და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ მხრივ დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ზამთარი და შემდგომი პერიოდი ალბათ, უფრო მძიმე იქნება, ამიტომ მარაგების შევსება აუცილებელია.

"პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგი არის. საქართველოში ხორბლის ახალი მოსავლის აღება მიმდინარეობს. მცირეა, მაგრამ გარკვეულ დადებით ტენდენციას იძლევა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში შეიძლება ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხორბალიც არის და ფქვილიც. ეს თვეები სტაბილური იქნება, თუმცა, შემდგომში წინ უნდა გავიხედოთ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ. მთლიანობაში უკრაინის კრიზისი ვერ წყდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ხორბლის გამოტანის მხრივ და მსოფლიო ემზადება იმისთვის, რომ მარაგი შეიქმნას. ზამთარი და შემდგომი პერიოდი ალბათ, უფრო მძიმე იქნება. მსოფლიოში მოსავლის აღების პირობები პესიმისტურია“, - განაცხადა სილაგავამ.

რაც შეეხება პურის ფასს, როგორც ლევან სილაგავა აცხადებს, ურის მწარმოებლებს 7 ათასი ტონა ფქვილი სჭირდებათ იმისთვის, რომ თვეში ე.წ. სოციალური მოხმარების პური გამოაცხონ და მისი ფასი არ გაიზარდოს. შესაბამისად, მათი წინადადებაა, „7 ათასი ტონის ზემოთ მოხდეს შემოტანილი ფქვილის დაბეგვრა".

"ჩვენ ვკითხეთ პურის მწარმოებლებს, რამდენი ტონა ფქვილი სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ თვეში გამოაცხონ ე.წ. სოციალური მოხმარების პური, რომელზეც არის მოსახლეობის ოპერირება, რომ ის არ გაძვირდეს. პასუხი არის ასეთი - იმისთვის, რომ ყოველდღიური სოციალური პური გამოაცხოს, პურის მწარმოებელს სჭირდება 7 ათასი ტონა ფქვილი. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება არის ასეთი მთავრობისა და პურის ქარხნებისადმი, 7 ათასი ტონა ფქვილი, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ პური არ გაიზარდოს, იგივე რეჟიმით შემოვიდეს საქართველოში, როგორი რეჟიმითაც ახლა შემოდის. ამოცანა გადაწყვეტილი იქნება მათ შორის პურის მწარმოებლების და მთავრობის ხედვით. 7 ათასი ტონა ფქვილით გამოცხვება იმ რაოდენობის პური, რომელიც ფასს არ გააძვირებს. 7 ათასი ტონის ზემოთ მოხდეს შემოტანილი ფქვილის დაბეგვრა იმ მოსაკრებლის რაოდენობით, რომელიც რუსეთს ხორბლის გამოტანაზე აქვს დაწესებული. შესაბამისად, ხორბლის გამოტანის პარალელურად, ფქვილზე იქნება დაწესებული გადასახადი, რომელიც გაათანაბრებს ხორბლისა და ფქვილის მდგომარეობას საბაჟოზე და ამით წისქვილებს მიეცემათ კონკურენციაში შესვლის და ამუშავების საშუალება", - განაცხადა სილაგავამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, თუ ომის გამო, უკრაინაში ხორბლის მოსავალი ვერ აიღეს და არსებული მარაგები არ გაიტანეს, მსოფლიოს ხორბალი აღარ მიეწოდება, რაც სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს.

"ჩვენთან საქართველოში იცით, რომ ხორბალი არ შემოდის, შემოდის ფქვილი. მინდა განმარტება გავაკეთო - გუშინ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ფქვილის იმპორტი გაზრდილია 1100%-ით, რაც ძალიან დიდი ზრდა არის. ხორბლის იმპორტი თავისთავად შემცირებულია, თითქმის ნულამდე არის დასული. ეს დამოკიდებულია მთლიანად იმ რეჟიმზე, რომელიც რუსეთიდან გამოტანაზეა დამოკიდებული. ფქვილზე ნულია და ხორბალზე მცურავი ბაჟი მოქმედებს, შესაბამისად, წისქვილკომბინატების მუშაობას აზრი არ აქვს. წისქვილკომბინატების მუშაობა ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა", - განაცხადა სილაგავამ.

დღის გადაცემები