დღის სიახლეები
ლიეტუვის ორი მინისტრი მზად არის თანამდებობა დატოვოს [ვიდეო]
ლიეტუვის ერთდროულად ორი მინისტრი მზად არის თანამდებობა დატოვოს. საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები ამბობენ, რომ პასუხიმგებლობას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონის მიერ მინსკის მიმართ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ლიეტუვა მსოფლიოში სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი ბელორუსული მწარმოებლის, „ბელარუსკალიას“ ნაწარმის ტრანზიტს მაინც ახორციელებს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, მარიუს სკუოდისის განცხადებით ამერიკის შეერტებული შტატების მიერ ბელორუსის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ, „ბელარუსკალიას“ პროდუქციამ ლიეტუვის ტერიტორია არ უნდა გაიაროს.
მსგავსი
დღის გადაცემები