24.11.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მაია ბითაძე - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გრაფაში, კომისიის წევრებმა არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობა ჩაწერეს

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა მაია ბითაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 57-ე უბანზე შედგენილი ის ოქმი წარმოადგინა, რომელიც სერგი კაპანაძემ არჩევნებზე მანიპულაციის მაგალითად მოიყვანა. მისი განმარტებით,"ევროპული საქართველო" ოქმებთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს, რადგან  როგორც ირკვევა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გრაფაში, კომისიის წევრებმა არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობა ჩაწერეს, თუმცა შემდეგ შესწორების ოქმი შეადგინეს. მაია ბითაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებას ცრუ რეალობა დააჯეროს.

 

"ქართულ ოცნებაში" კომენტარი, პარტიის  სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა. მან არჩევნებში გამოვლენილ, ხერვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის და ხალხის რაოდენობის გათავლისწინებით აღმოჩენილი შეცდომები მინიმალურია, რადგან ბათილი ბიულეტენების და საჩივრების რაოდენობაც იგივეა, რაც წინა წლებში, ჩვეულებრივ პირობებში, არჩევნებისას იყო.

დღის გადაცემები