24.11.2024 | 21:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მაია ნიკოლეიშვილი "ნაცმოძრაობაზე": "ეს ადამიანები სექტანტური აზროვნებით ჩამოყალიბდნენ, მათი მიზანი არის არა ქვეყანა, არამედ ძალაუფლება და პირადი კეთილდღეობა ამ ძალაუფლებაში"

"საუბედუროდ, ეს ადამიანები სექტანტური აზროვნებით ჩამოყალიბდნენ, მათი მიზანი არის არა ქვეყანა, არამედ ძალაუფლება და პირადი კეთილდღეობა ამ ძალაუფლებაში", - ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

"ნაცმოძრაობა" იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი პროგრამა ან ხვალინდელი დღის ხედვა. ამ პარტიის უბედურება არის ის, რომ მხოლოდ სიძულვილზეა. პარტია, რომელიც „კმარას“ ვერ გასცდა. ეს იყო მესიჯბოქსებზე გაზრდილი ახალგაზრდობა, ანუ სტიმული რეაქციაზე, და არა ინტელექტზე. შემდეგ დაიცალა ინტელექტისგან და დღეს ვხედავთ იმას, რაც არის - მისი ერთადერთი რესურსი არის სიძულვილი და ყველაფრის წინააღმდეგობა. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი არგუმენტი იყო "პრორუსული ხელისუფლება". ეს იყო კლიშე, რომელიც ძალიან მოძველდა. მათ ნამდვილად არ უნდათ საქართველოს კეთილდღეობა, მათთვის მთავარია ძალაუფლება. საუბედუროდ, ეს ადამიანები სექტანტური აზროვნებით ჩამოყალიბდნენ, მათი მიზანი არის არა ქვეყანა, არამედ ძალაუფლება და პირადი კეთილდღეობა ამ ძალაუფლებაში. გუშინდელი რეაქციები ამისთვის ბეჭდის დასმა იყო", - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

დღის გადაცემები