დღის სიახლეები
მაია ჩხაიძე: "ცხელება, სურდო, ხველა - ამ ჩივილებით გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დღეში 50-დან 60-მდე პაციენტი აკითხავს"
გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 50-დან 60 პაციენტამდე აკითხავს. ჩივილებია - ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. თან შეუპოვარი ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მცირეწლოვნებში ვირუსის მართვის პროცესში, სასურველია ექიმი ჩაერთოს.
"თუ ბავშვი არის პატარა ასაკის, ასეთ ბავშვებში უფრო გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტები და ასეთი ბავშვები ჭამაზე უარს ამბობენ. ასეთ პატარა ასაკობრივ ჯგუფში, სასურველია, რომ ექიმის მიმართონ" - განაცხადა ჩხაიძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები