თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ CBS-თან ინტერვიუში განხადა. წარმომადგენელთა პალატა დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსსა და დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებს, 25-ე შესწორება აამოქმედონ და პრეზიდენტი გადააყენონ. ”ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის დასაცავად სასწრაფოდ ვიმოქმედებთ, რადგან ეს პრეზიდენტი ორივე მათგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს”, - აღნიშნა სპიკერმა. მისივე თქმით, რეზოლუცია მაიკ პენსს 24 საათის განმავლობაში მოქმედებისკენ მოუწოდებს და თუკი ის უარს იტყვის, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს. ნენსი პელოსის თქმით მას 25-ე შესწორების ამოქმედების იდეა მოსწონს, თუმცა ერთ-ერთი მოტივაცია, რის გამოც ხალხი მხარს უჭერს იმპიჩმენტს, ის არის, რომ ტრამპს მომავალში გაპრეზიდენტების საშუალება აღარ მიეცეს.
დღის სიახლეები
მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები