ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ფოკუსირება ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე და ამის ნაცვლად განაგრძოს საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა.
"თქვენ უნდა შეწყვიტოთ ფოკუსირება აშშ-ს არჩევნებზე, იქამდე ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარია დარჩენილი. ჩვენ ველით უკრაინის ხელმძღვანელობისგან, რომ გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა", - აცხადებს პომპეო.
"რას აკეთებთ ამ გზაზე? ფოკუსირება გააკეთეთ იმაზე, რისი შეცვლა შეგიძლიათ უკრაინელი ხალხისთვის. დაიწყეთ რეფორმები, რომლებიც მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ ამერიკელი ინვესტორები თქვენთან მოვლენ", - აცხადებს პომპეო.
პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში პოლიტიკოსები მზად უნდა იყვნენ ამ სამუშაოს შესასრულებლად როგორც ომის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგ.