დღის სიახლეები
მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კიდევ 11 საჯარო სკოლაში შევიდნენ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კიდევ 11 საჯარო სკოლაში შევიდა. საჯარო კონკურსის წესით შერჩეულმა ახალმა მანდატურებმა მოსამზადებელი კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარეს.
სულ, ამ დროისთვის, მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 690 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.
"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის გაფართოება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში, მანდატურის სამსახური უკვე შევიდა, დამატებით, 73 საჯარო სკოლაში" , - აცხადებენ მანდატურის სამსახურში.
მსგავსი
დღის გადაცემები