24.11.2024 | 19:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მარია ზახაროვა: "მოსკოვის პასუხი ლიეტუვას მიმართ არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ლიეტუვას მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტრანიზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსკოვის პასუხი არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა.

"კითხვაზე, უნდა შემოიფარგლოს თუ არა რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური განცხადებით, პასუხია არა. პასუხი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ პრაქტიკულიც", -განაცხადა მან.

მარია ზახაროვას თქმით, ლიეტუვამ და ევროკავშირმა კარგად იცოდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაუშვებელია და იქამდე ვიდრე საპასუხო ზომებს მიიღებენ, ლიეტუვამ აკრძალვა უნდა გააუქმოს.

ცნობისთვის, ლიეტუვას რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

დღის გადაცემები