დღის სიახლეები
მარია ზახაროვა: "რუსეთის განადგურების გზა რომ არსებობდეს, აშშ მაშინვე დაიწყებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მადლობა ღმერთს არ არსებობს"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, ნავთობის, გაზის, ოქროს, ბრილიანტის, სასმელი წყლის და ზოგადად რუსეთის განადგურების გზა რომ არსებობდეს, შეერთებული შტატები ამ გზას დაუყოვნებლივ მიმართავდა. ამის შესახებ პროსამთავრობო რუსული მედიასაშუალება TASS-ი იტყობინება.
"რუსეთის განადგურების გზა რომ არსებობდეს, მაშინვე დაიწყებდნენ ამის გაკეთებას. თუ არსებობს გზა ნავთობის, ოქროსი, გაზის, ბრილიანტის, სასმელი წყლის და ყველაფრის ხელში ჩასაგდებად, აშშ მაშინვე დაიწყებდა ამის გაკეთებას", - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ "ასეთი გზა უბრალოდ არ არსებობს, მადლობა ღმერთს".
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები