დღის სიახლეები
მარია ზახაროვა რუსი დიპლომატების ჩეხეთიდან გაძევებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს [ვიდეო]
რუსი დიპლომატების ჩეხეთიდან გაძევება ვენის კონვენციის დარღვევაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ”ვენის კონვენცია ეწინააღმდეგება პრაღის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას იმის გამო, რომ მრავალი წელია საკუთარი ინციდენტების გამოძიების უნარი არ აქვთ,” - წერს ზახაროვა „ფეისბუქზე“. ჩეხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილში პრაღამ მოსკოვი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შეიარაღების საწყობებში 2014 წლის 16 ოქტომბერს მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ამის საპასუხოდ რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა, 14 მაისს კი ჩეხეთი „არამეგობრული ქვეყნების სიაში“ შეიყვანა.
მსგავსი
დღის გადაცემები