დღის სიახლეები
მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა [ვიდეო]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა. მისი თქმით, ისეთ პირებს, რომლებიც სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მუქარებითა და შეურაცხყოფით ფულს ითხოვენ, გამომძალველებს უწოდებენ. შეგახსენებთ, ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთისგან 2014 წელს საბრძოლო აღჭურვილობის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო 25,5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს უდავო მტკიცებულებები, რომ ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქების უკან რუსეთის დაზვერვის ორი აგენტი დგას. რუსეთი მომხდართან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
მსგავსი
დღის გადაცემები