დღის სიახლეები
მარჯორი ტეილორი გრინი ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხის კონგრესში წარდგენას გეგმავს [ვიდეო]
Twitter-მა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორი გრინის ანგარიში დაბლოკა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მან კონგრესში ადგილი მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი დემოკრატი ოპონენტი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა. გრინი კონგრესში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხის წარდგენას გეგმავს. თავის მხრივ, გრინმა Twitter-ი კონსერვატორი პოლიტიკოსების ხმების ჩახშობაში დაადანაშაულა.
მსგავსი
დღის გადაცემები