დღის სიახლეები
მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო
ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
Reuters წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ჩინეთის ხელისუფლებამ გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა.
როგორც ცნობილია, ჩინეთის დიდი ქალაქების უმეტესობაში ბიზნეს-ობიექტებს საქმიანობის განახლების უფლება ექნებათ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში შეზღუდული იყო. ამასთან, გაუქმდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის გადაადგილების შემზღუდავი რეგულაცია.
მსგავსი
დღის გადაცემები