24.11.2024 | 21:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოში ვერ დაკომპლექტდა

მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოში ვერ დაკომპლექტდა, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში  პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც, თუმცა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას არც ერთი ოპოზიციური პარტიის დეპუტატი არ ესწრებოდა. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

 

ქვეყანაში რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ დაკომპლექტდა ამ დრომდე არ აღიარებენ მმართველ პარტიაში. უმრაველსობას ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანაო დისკომფორტს არ უქმნის და იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას შეცვლიან და საქმიანობას საქართველოს პარლამენტში გააგრძელებენ. სხდომის დასრულების შემდეგ  შეფასებები გააკეთეს უმრავლესობის ახალმა და ძველმა სახეებმა.

დღის გადაცემები