24.11.2024 | 19:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედვედევი: "საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს"

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს.

"რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით. ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ისაუბრა ცოტა ხნის წინ", - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ სახელმწიფოებში არ გაჩნდეს ბირთვული იარაღი", - განაცხადა მან.

22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება.

დღის გადაცემები