დღის სიახლეები
მედია - აშშ-ს მთავრობას უკრაინისთვის განკუთვნილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაეცა
აშშ-ის მთავრობას უკვე გადაეცა NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის, - ამის შესახებ უკრაინული მედია Defense News -ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მწარმოებელი კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა, დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა, რომ ორი სისტემა აშშ-ს მთავრობას რამდენიმე კვირის წინ გადაეცა.
"ისინი უკრაინაში მალე განთავსდება", - აღნიშნა გრეგ ჰეისმა.
მისი თქმით, NASAMS-ს შეუძლია ჩამოაგდოს ყველაფერი, მათ შორის დრონები, ბალისტიკური რაკეტები და მოიერიშე თვითმფრინავები.
მსგავსი
დღის გადაცემები