დღის სიახლეები
მედია: "ბომბიანი ამანათები ესპანეთის პრემიერსა და თავდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს"
მადრიდში უკრაინის საელჩოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ესპანეთის პოლიცია კიდევ ოთხი ცეცხლგამჩენი მოწყობილობისა და ბომბიანი საფოსტო წერილის საქმეს იძიებს.
მოწყობილობები გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს, იარაღის მწარმოებელ კომპანიას სარაგოსაში, რომელიც კიევისთვის სარაკეტო გამშვებებს აწარმოებს, ესპანეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზას და მადრიდში უკრაინის საელჩოს.
შეგახსენებთ, გუშინ საელჩოში ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
მსგავსი
დღის გადაცემები