27.11.2024 | 00:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მედია - გერმანიის პრეზიდენტი "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე" კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე" კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი გერმანულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერის ვიზიტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების უწყებებმა პრეზიდენტს კიევში ვიზიტი გადააფიქრებინეს.

Bild-ის ცნობით, ვიზიტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს იქნა მიღებული, თუმცა შტაინმაიერი წლის ბოლომდე მაინც აპირებს უკრაინაში ვიზიტს. ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიზიტის გაუქმებამ კიევში გაღიზიანება გამოიწვია.

"იმ დროს როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აუქმებს, არის ბევრი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარი, რომელთაც ზუსტად ახლა სურთ [უკრაინის] დედაქალაქში ყოფნა" - ციტირებს გამოცემა უკრაინულ წყაროს.

დღის გადაცემები