24.11.2024 | 21:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია და გადარჩენა არ მოხდება!"
"პატრიოტთა ალიანსის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ჭიქაშვილმა პარტიის მიერ ჩატარებულ 1 200 000-იან გამოკითხვაზე და 900 000-ზე მეტ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" პირველ ადგილზეა. მერაბ ჭიქაშვილი აღნიშნავს, რომ აუდიო-გამოკითხვაში მონაწილე ყველა ადამიანის ხმა არის უნიკალური და ამის ყველანაირი დასტური არსებობს. მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" გამოკითხვის მიზანი იყო, რომ ხელისუფლებას ერთხელ და სამუდამოდ გაეგო ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია და პოლიტიკური გადარჩენა არ მოხდება.
"მინდა "პატრიოტთა ალიანსის" გამოკითხვაზე ვისაუბრო. ეს გამოკითხვა ჩვენ პანდემიამდე დავიწყეთ და მისი უმეტესი ნაწილი ხალხთან, ქუჩაში ჩავატარეთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პარტიამ აირჩია რთული და საკმაოდ შრომატევადი გზა - ბევრად მარტივია, გამოკითხო 1500 ადამიანი და გაცილებით რთულია, გამოკითხო 100 000, 150 000, საბოლოოდ კი - 1 200 000 ადამიანი. კიდევ უფრო გავირთულეთ საქმე, როდესაც ვიფიქრეთ, რითი გაგვემტკიცებინა ჩვენი გამოკითხვა. იმისათვის, რომ ჩვენი გამოკითხვა კიდევ უფრო გაგვემტკიცებინა, გადავწყვიტეთ, გამოკითხვისთვის ფოტო მასალა დაგვერთო. მას შემდეგ, რაც ადამიანები გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებდნენ, ისინი ფოტოს იღებდნენ.
რაც შეეხება აუდიო-გამოკითხვას. გეტყვით, თუ რატომ გახდა მისი წარმოების საჭიროება. ქვეყანაში დაწყებული პანდემიის შემდეგ ჩვენი გამოკითხვა რომ არ შეგვეჩერებინა, გადავწყვიტეთ, აუდიო-გამოკითხვა დაგვეწყო. ჩვენ ვრეკავდით ადამიანებთან და იგივე კითხვარზე პასუხებს სატელეფონო სახით ვისმენდით. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებულ აუდიო-გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების ყველა ხმა არის უნიკალური, ანუ არცერთი ხმა და არცერთი ადამიანის პასუხი არ მეორდება! რაც შეეხება იმას, თუ რა იყო "პატრიოტთა ალიანსის" გამოკითხვის მიზანი - ჩვენი მიზანი იყო, რომ ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია და პოლიტიკური გადარჩენა არ მოხდება! მე მოვუწოდებ ხელისუფლებას - ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები და "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაც" ნახავთ, რომ ჩვენი პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვა არის რეალური. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს, რეალურად რაც მოხდება, ყველა ნახავს - რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით!", - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.
დღის გადაცემები