დღის სიახლეები
მერია - უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობა 50 თეთრი ეღირება [ვიდეო]
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობა 50 თეთრი ეღირება, ხოლო სტუდენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, თუ მოქალაქე ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით იმგზავრებს, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს აღნიშნული საბაგირო. ახალი ტარიფი 15 ივნისიდან ამოქმედდება. საბაგირო 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა. ის რამდენიმე თვის განმალობაში მომხმარებლებს ვერ ემსახურებოდა.
მსგავსი
დღის გადაცემები