დღის სიახლეები
მესამე დღეა საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გრძელდება [ვიდეო]
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა სამ თვეზე მეტია პროტესტის უწყვეტ ფორმას მიმართავს. 21-ე დღეა რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის ქალებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს. მას შემდეგ რაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღეს, მედიაციისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს და ამერიკის სალჩოსთან გადმოინაცვლეს. პროტესტი „ჯორჯია მანგანეზის“ მიერ მათი საცხოვრებელი სახლების და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასების და კომპესაციის უსამართლო და გაუმჭვირვალე წესს უკავშრდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს გამჭვირვალე მექანიზმი და ჯორჯია მანგანეზის მხრიდან დაზარალებული მოსახლეობა სრულად და სამარლიანად დაკმაყოფილდეს.
მსგავსი
დღის გადაცემები