24.11.2024 | 21:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე იაკობი: "ერებმა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ გაიმარჯვებს. ღმერთი ყოველთვის დაგვიფარავს"

დღევანდელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ, გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები. ვხედავ, რომ მათ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ერებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და რომ ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ გაიმარჯვებს.

"გვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა - არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა.

ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?! ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან - ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ.

ერებმა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ გაიმარჯვებს. ღმერთი ყოველთვის დაგვიფარავს. უგუნურებს ხან გონივრულად მოექცევი, ხან შეიძლება შენც უგუნური გახდე და უგუნურად მოექცე და არ გაუკვირდეთ", - განაცხადა მეუფემ.

დღის გადაცემები