24.11.2024 | 21:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე იაკობი: "იმათ ჭკუაში ჩამახედა, როგორ შეიძლება კიევში ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო - ძლივს შევძელით და არ ვომობთ, ღმერთი გვიფარავს და ვერც შემოვა რუსეთი"

ვიღაცები, იმათ ჭკუაში, რომ ჩამახედა გამოსულები იყვნენ და როგორ შეიძლება კიევში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო - ყველგან სიცოცხლე ჩქეფს, არაფერს იკლებენ. ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?! ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?!,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, როგორ შეიძლება ვიღაცებს დავაჩაგვრინოთ თავი, "გინდ საქართველოში, გინდაც ევროპასა და მსოფლიოში".

"„ვიღაცები, იმათ ჭკუაში, რომ ჩამახედა გამოსულები იყვნენ და როგორ შეიძლება, კიევში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დავდივარ და ჩვენთან, რომ უკრაინის დროშებია, ამდენი არსად არ არის. ამერიკის ტელევიზიებში ბოლოში არის გადასული უკრაინის საკითხი. ხელისუფლებები აქტიურად ეხმარებიან, უჭირს ქვეყანას... ყველგან სიცოცხლე ჩქეფს, არაფერს იკლებენ. ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?! ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?! როგორ შეიძლება ვიღაცებს დავაჩაგვრინოთ თავი, გინდ საქართველოში, გინდაც ევროპასა და მსოფლიოში. სიმღერა, რომ არის: „ 3000 წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა“, ტყუილი ხომ არ არის?!. ჩვენი კულტურა, ვისზე ნაკლები ვართ?! პოლიტიკური კულტურაც ავიღოთ, ძლივს შევძელით და არ ვომობთ, ვის უნდა ვეომოთ?! იარაღსაც არ გვაძლევენ. ღმერთი გვიფარავს და ვერც შემოვა რუსეთი მეტად", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან მეუფე იაკობის თქმით, "ვითომ ევროპისკენ მიმავალი ადამიანები" ბოლშევიკების პერიოდს აგონებს.

"ადამიანი მოაზროვნე არსებაა. იდეოლოგიის მსხვერპლი არასდროს უნდა გავხდეთ. ბოლშევიკების პერიოდს მაგონებს ეს ახალი, ვითომ ევროპისკენ მიმავალი ადამიანები. ჩვეულებრივ მაუზერები აკლიათ და კორჩაგინის ქუდები წითელი ვარსკვლავით, თორემ ქუჩაში დაგვხვრეტდნენ რამე რომ იყოს. შეეშვით ეკლესიასთან ასეთ საუბარს. არ დაგითმობთ, იმიტომ რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდიხართ. თუ დაიწყებთ რაღაცას, ჩვენც შეგვიძლია თქვენი სახე წარმოვაჩინოთ. არ გემუქრებით, უბრალოდ იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე",- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

დღის გადაცემები