28.11.2024 | 08:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე სტეფანე: "საქართველოს თავისი გზა აქვს, საქართველოს გზა უფლის დიდებაა"

"ვთქვათ, როცა სათქმელია, გავჩუმდეთ, როცა არ არის სათქმელი და ამავე დროს, ჩვენ უფლის დიდებაში გავატაროთ, ეს არის ჩვენი გზა", - ამის შესახებ  ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა. 

მისი თქმით, უფალმა არ გაწირა საქართველო, უზარმაზარი იმპერიები საერთოდ დაინგრა, აღარ არის, საქართველო კი თავის გზაზე მიდის. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი ამბობს, რომ საქართველოს გზა უფლის დიდებაა.

"საქართველოს თავისი გზა აქვს. საქართველომ იცის რაც ნიშნავს, ოკუპაცია და ანექსია. ვთქვათ, როცა სათქმელია, გავჩუმდეთ, როცა არ არის სათქმელი და ამავე დროს, ჩვენ უფლის დიდებაში გავატაროთ, ეს არის ჩვენი გზა.

საქართველოს გზა უფლის დიდებაა. ვინმე თუ სხვა რამეს ხედავს, ყველაზე დიდი ბრწყინვალება, როდესაც ჩვენ ვამბობთ, გაბრწყინდება საქართველო, ესაა უფლის ერთგულებით გაბრწყინებული საქართველო, რომელსაც შეიძლება, მიადგნენ ტანკებით, შეიძლება გადაუარონ, უამრავი ხალხი დაგვიხოცონ, მაგრამ არ დავთმობთ და არ გავყიდით სარწმუნოებას. უფალმა არ გაწირა საქართველო. უზარმაზარი იმპერიები საერთოდ დაინგრა, აღარ არის, საქართველო კი მიდის თავის გზაზე", - აცხადებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი. 

დღის გადაცემები