25.11.2024 | 01:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე სტეფანემ ამბოპხებაში მონაწილეებს სინანულისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა [ვიდეო]

მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი პეტრე ცაავას დამქაშებს  ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ჭყონდიდის ეპარქიაში  ქადაგებისას მიტროპოლიტმა მის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრა და ყველა იმ ადამიანს  ვინც ამბოხში მონაწილეობდა სინანულისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში  მეუფე სტეფანე საეკლესიო კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებას გეგმავს  და ანგაჟირებულ სასულიერო პირებს ზიარებასთან ერთად, ეკლესიაში მოღვაწეობის უფლებასაც  ჩამოართმევს.

 

ბოლო დროს  ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისა და  იმ ცილისმწამებლური ბრალდებეების შემდეგ, რომელიც მეუფე სტეფანეს მისამართით ხორცილედებოდა, მიტროპოლიტმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა  დაანონსა.  ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედმა მმართველმა  განყენებული მღვდელმთავრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრე ცაავა საკუთარი ქმედებებით საერო და სასულიერო კუთხით უმძიმეს დანაშაულს ჩადის. მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავა ცრუ მეუფედ მოიხსენია.  

 

პეტრე ცაავას მიერ ხელდასხმულმა და ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ბრმად მინდობილმა ე.წ სასულიერო პირებმა პროვოკაციის მოწყობა ბალდის მონასტერშიც სცადეს. თუმცა მეუფე სტეფანე, როგორც სხვა შემთხვევებში მაშინაც მოწოდების სიმაღლზეზე აღმოჩნდა და ქუჩური ტერმინებით მოსაუბრე მღვდელმსახურებს ყველა მწვავე კითხვაზე მშვიდი და ამომწურავი პასუხები გასცა.

დღის გადაცემები