დღის სიახლეები
მეუფე სტეფანემ მონაზვნების ნაწილი მონასტრიდან გარიცხა [ვიდეო]
მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე, მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა. შესაბამისი ბრძანება ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ბრძანებით, ორივე მათგანი სინანულისათვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდა. ეპარქის ხელმძღავნელის ამ გადაწყვეტილებას, გუშინ საპატრიარქოსთან პეტრე ცაავასა და მისი თანამაზრეების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა უძღოდა წინ, რომელშიც ეპარქიიდან გარიცხული მონაზვნებიც მონაწილეობდნენ.
მსგავსი
დღის გადაცემები