25.11.2024 | 01:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეწყრულ ზონებთან დაკავშირებით კვლევებს ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ადგილზე ატარებენ [ვიდეო]

თბილისში მეწყრულ ზონებთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ადგილზე ატარებენ. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერთა ინსტიტუტმა ოთხდღიანი კვლევის შედეგები წარმოადგინა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.

"მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს"- აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

დღის გადაცემები