24.11.2024 | 22:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა თავიანთ სახლებს ტოვებს

მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ სოფელში, რომელიც 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, სომხები თავიანთ სახლებს ტოვებენ, ზოგიერთი მათგანი კი სახლებს წვავს კიდეც. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე კელბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები გადავა. აზერბაიჯანი კონტროლს შეინარჩუნებს საბრძოლო მოქმედებებისას დაკავებულ ტერიტორიებსა და ქალაქ შუშაზეც.

დღის გადაცემები