დღის სიახლეები
მიანმაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს [ვიდეო]
მიანმაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს შეშფოთებით ადევნებენ. გუშინ მიანმაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას სათავეში დროებით ჩაუდგებიან და 1 წლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ. მიანმაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აშშ-ში გამოეხმაურნენ. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, ჯენ პსაკის განცხადებით, აშშ-მა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბირმას სანქციები მოუხსნა, რადგან ქვეყანა დემოკრატიული გზით ვითარდებოდა, ახლა კი ამ გზიდან გადახვევის გამო ქვეყანას სანქციები კვლავ დაუწესდება.
მსგავსი
დღის გადაცემები