მიანმაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი, ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს. რამდენიმე საათში კი სამხედრო ტელევიზიით ქვეყანაში 1 წლით საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ განცხადება გაკეთდა. გადატრიალებას წინ სამოქალაქო მთავრობასა და სამხედროებს შორის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საკითხზე დაძაბულობა უძღოდა. 2020 წლის 8 ნოემბერს მიანმაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიამ გაიმარჯვა. „სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ“, რომელსაც მხარს სამხედროები უჭერენ, პარლამენტში მინიმალური რაოდენობის მანდატები მიიღო. ქვეყნის არმია ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. შეერთებულმა შტატებმა მიანმაში მომხდარი გადატრიალება დაგმო და განაცხადა, რომ ვაშინგტონი "არჩევნების შედეგების შეცვლის ან მიანმაში ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის შეფერხების მცდელობის წინააღმდეგია ". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა სამხედროებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდა.
დღის სიახლეები
მიანმაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და 1 წლით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები