მარტვილში, ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, მიტროპოლიტი სტეფანე ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე არსებულ კითხვებს უპასუხებს. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ამის შესახებ პირობა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დადო. ჭყონდიდის ეპარქია ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, მარტის დასაწყისიდან მოექცა, მაშინ, როცა მრევლის ნაწილსა და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება გამწვავდა. კონფლიქტის შედეგი იყო სალხინოში აივნის ჩამონგრევაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სასულიერო პირები თეოლოგები და მრევლის უმეტესი ნაწილი პროცესების მიზანმიმარტულ დაძაბვაში ჭყონდიიდის ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ადანაშაულებდნენ. პასუხისთვის ემზადება ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენეც. როგორც ის აცხადებს, ყველა ბრალდებას უპასუხებს.
დღის სიახლეები
მიტროპოლიტი სტეფანე ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე არსებულ კითხვებს უპასუხებს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები