დღის სიახლეები
მიხაილ მიშუსტინი: "სანქციების მიუხედავად, რუსეთის ფინანსური სისტემა სტაბილური დარჩა"
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის განცხადებით, მიუხედავად სანქციებისა, ქვეყანამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. ამის შესახებ პროსამთავრობო tass-ი იტყობინება.
"დღის წესრიგში დგას ბიუჯეტის შესრულება. მიუხედავად გამოწვევებისა, მისი ძირითადი მაჩვენებლები რჩება დაბალანსებული. სანქციებს არ დაურღვევია რუსეთის ფინანსური სისტემის სტაბილურობა და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - აღნიშნა მიშუსტინმა.
მიხაილ მიშუსტინის მტკიცებით, "გატარებულმა სისტემურმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ეკონომიკაში ვითარების სტაბილიზაცია, საწარმოებისა და მთელი ინდუსტრიების საქმიანობის მხარდაჭერა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება რეგიონებში".
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები