მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად გამარჯვებას კვლავ არაკანონიერი გზებით ცდილობს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევებს უკვე ხედავენ. პირველად შეფასებაში განსაკუთრებით შესამჩნევი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა აღმოჩნდა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება რეგიონებშია და ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების განთავისუფლება დაიწყო. ვინაიდან, წელს თვითმმართველობის არჩევები საპარლამენტო არჩევნების ბედსაც განსაზღვრავს, მმართველი ძალა შესაძლებლობებს არ იშურებს და არასამართლიან ქმედებებს მიმართავს. წინასააჩევნო გარემოს შეფასებით ნაწილში მოხვდა ჟურნალსიტებზე ზეწოლაც. "ისფედში" ამბობენ, რომ ეს არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ემსგავსება.
დღის სიახლეები
მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად გამარჯვებას კვლავ არაკანონიერი გზებით ცდილობს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები