მოლდოვამ თავისი საჰაერო სივრცე დროებით დახურა, ფრენები ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე შეუძლებელი იქნება. - ამის შესახებ უკრაინული მედია საინფორმაციო სააგენტო Moldova Liberă-ზე დაყრდნობით იუწყება.
AirMoldova-მა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საჰაერო სივრცის დახურვა დაადასტურა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ ინციდენტის გამო ფრენების განრიგში ცვლილებები იქნება.
„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დახურულია. ველოდებით ფრენების განახლებას. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თვალი ადევნოთ აეროპორტის საინფორმაციო დაფებს ონლაინ მისამართზე www.airmoldova.md და www.airport.md“, - აცხადებს ავიაკომპანია.
Moldova Liberă-ს ინფორმაციით, რეისები, რომლებიც კიშინიოვში უნდა ჩასულიყო, რუმინეთის ქალაქ იასში დაეშვება, რომელიც მოლდოვას საზღვრიდან არც თუ ისე შორს არის. მოლდავეთიდან ფრენები ამჟამად გადაიდო.