25.11.2024 | 01:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოპედების მძღოლებისთვის მართვის მოწმობების მინიჭებას ითხოვენ [ვიდეო]

მართვის მოწმობები მოპედების მძღოლებისთვის და მათი სავალდებულო რეგისტრაცია - როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში ეს პრობლება დაურეგულირებელია რაც ხშირად ავარიის მიზეზი ხდება.

„ცოტა დაგვიანებულიც კია იმიტომ, რომ წლების წინ, როდესაც სკუტერების შემოდინება აქტიურად დაიწყო, მაშინვე ვთქვით, რომ საჭიროა ამ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნებით აღჭურვა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ჰქონოდა იმის საშუალება, რომ მინიმუმ სცოდნოდათ ვისია და მოეხდინათ იდენტიფიცირება სატრანსპორტო საშუალების. მართვის მოწმობის გარეშე ჩვენ დღეს ქუჩებში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რადგან სკუტერის მძღოლს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. იმ მომენტისთვის არაპოპულარულად გამოიყურებოდა სკუტერების სანომრე ნიშნებით აღჭურვა და მათთვის მართვის მოწმობის შემოღება, რადგან ძალიან მცირე რაოდენობა იყო და საფრთხესაც თითქოს არ წარმოადგენდა, მაგრამ დღეს უკვე მივიღეთ ის, რომ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს და არა ერთი საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელი და უშუალო მონაწილეა სკუტერის მძღოლი,“ - აცხადებს "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძე

დღის გადაცემები