დღის სიახლეები
მორიგი დიალოგი ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის [ვიდეო]
მორიგი დიალოგი სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დღეს, შუადღისას, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. გუშინ ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილი მუსლიმები სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ დაიშალნენ. ისინი საუბრისას ორივე მხარის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრებას ითხოვენ. შეხვედრას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგება, დაესწრება ადგილობრივი ხელისუფლებაც.
შეგახსენებთ, ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ მუსლიმების სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთებულიყო.
მსგავსი
დღის გადაცემები