არჩევნების შედეგებით თვითკმაყოფილი სახელისუფლებო გუნდი და უკმაყოფილო ოპოზიციური სპექტრი. პოლიტიკურმა დისკუსიამ დღეს პარლამენტის კედლებში გადაინაცვლა, სადაც ოპონენტებმა სასესიო დარბაზში, პოლიტიკური განცხადებების ძირითადი დრო არჩევნების განხილვას დაუთმეს. ირაკლი კობახიძე საზოგადოებას რთული პოლიტიკური პროცესების დასრულებას ისევ ჰპირდება. ისაუბრა პოლარიზებულ გარემოზეც, რაც მისი თქმით 2024 წლის არჩევნებამდე აღმოიფხვრება. გადაყენებულ პარლამენტის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს, ვისი მეშვეობით და რატომ გაღვივდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზებული გარემო.
პოლიტოსები მიმდინარე პროცესებს აფასებენ. მაგალითად მმართველი პარტიისთვის ოპონენტების გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ არაფერს ცვლის. ნაც.მოძრაობის მიერ დაანონსებული პერმანენტული საპროტესტო აქციები კი არაფრის მომტანია ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის.
ოპოზიციასთან ბრძოლაში ადანაშაულებენ მმართველ პოლიტიკურ ძალას ოპონენტები. მიხეილ დაუშვილი ყოფილი თანაგუნდებელის მიმართ საკმაოდ მწვავე ბრალდებებს აჟღერებს. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ბოლო თვეებში მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისა და ნაც.მოძრაობის რეაბილიტაციით იყო დაკავებული. პაატა მანჯგალაძემ მმართველ პარტიას ისიც კი შეახსენა რომ სისხლიანი რეჟიმი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ, ისიც მხოლოდ საკუთარი შეცდომების გადასაფარად.
მოსახლეობის პრობლემებისა და სოციალური მდგომარეობის უგულვებელყოფაში ადანაშაუელებს ქართული ოცნების დეპუტაციას ოპიზიცია. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება რეალობას საბოლოოდ მოწყდა.