24.11.2024 | 22:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოსამართლე გიზო უბილავა: "კოლეგებმა, ვინც მივემგზავრებოდით, ჩავთვალეთ, რომ ჩხიკვაძეს ფაქტობრივად ანგარიში მოსთხოვეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად უარი ვთქვით აშშ-ში გამგზავრებაზე"

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის, გიზო უბილავას თქმით, მოსამართლე ჩხიკვაძეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვეს.

მისი თქმით, კოლეგებს, რომლებიც ჩხიკვაძესთან ერთად მიემგზავრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მორალური უფლება არ ჰქონდათ, ეს ვიზიტი განეხორციელებინათ.

"კოლეგებმა, ვინც მივემგზავრებოდით, ჩავთვალეთ, რომ ჩხიკვაძეს ფაქტობრივად ანგარიში მოსთხოვეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, უარი ვთქვით გამგზავრებაზე. მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულვიყავით ამ ვიზიტით", - აღნიშნა გიზო უბილავამ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

დღის გადაცემები