დღის სიახლეები
მოქალაქეები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, ბინაზე აცრას შეძლებენ [ვიდეო]
მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID - 19-ის საწინააღმდეგო აცრა ბინაზე უტარდებათ. დღეს ვაქცინაცია 15-მდე პირს ჩაუტარდება. აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74 პაციენტმა ისარგებლა. სერვისის მიღების მიზნით მოქალაქემ ცხელ ხაზზე - 15 22-ზე უნდა დარეკოს. შეტყობინების შემდგომ, დოზების დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. აჭარაში ამ დროისთვის ერთჯერადად - 161 846 მოალაქეა აცრილი, მათ შორის სრულად ვაქცინირებულია - 58 477 პირი.
მსგავსი
დღის გადაცემები