24.11.2024 | 23:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოქალაქეობის უფლების მიღება მკაცრდება [ვიდეო]

ინიცირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეა. პროექტი პირველი მოსმენით  სგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს. ცვლილებების მიხედვით დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა 6 წელი, 12 წლით იცვლება. ასევე, უცხოელი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს მიიღებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის  ნებართვა გაიცემა უცხოელებზე, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ასი ათას ამერიკულ დოლარს.

 

ცვლილებების შესაბამისად ვიწროვდება ოჯახის წევრთა წრე და შესაბამის პირთან ერთად მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიმღებად მხოლოდ მისი მეუღლე და შვილები ჩაითვლებიან.

 

ცვლილებები ეხება D5 კატეგორიის ვიზასაც. დოკუმენტი გაიცემა პირზე, რომელსაც აქვს ასი ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ნივთი. მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხშირად ხდება უცხოელების მხრიდან კანონმდებლობის ცალკეული დებულებების არაკეთილსინდისიერად გამოყენება. მისი თქმით, კანონმდებლობაში  ყველა ე.წ ხვრელი იდენტიფიცირებულია და საკანონმდებლო ინიციატივაში წარდგენილია მათი გადაჭრის გზები.

დღის გადაცემები