24.11.2024 | 23:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება - ერთი პოლიტიკური სცენარის 2 მთავარი გმირი [ვიდეო]

ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი,  დაუსრულებელი გარიგება,  და მმართველი გუნდი, რომელიც შეცდომებზე  ვერ სწავლობს. 2021 წლის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" კვლავ სავარძლებისთვის ბრძოლის ჩვეული მეთოდი აირჩია, ძალაუფლება  დამნაშავე რეჟიმს გაუნაწილა და ხელისუფლების ეტაპობრივი გადაბარების პროცესი დაიწყო ძალისთვის, რომელმაც ქვეყანა და ხალხი 9 წელი არაადამიანურ პირობებში  აცხოვრა. პოლიტიკური მასკარასდით დაღლილი მოსახლეობა, ახლა პოლიტიკოსებს ორივე ბანაკიდან უარს ეუბნება და აცხადებს,  რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ანგარიშზეა.

 

საზოგადოება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საჯაროდ  ისმენს, როგორი მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის" ნაც. მოძრაობა. თუმცა  ამ  საჯარო განცხადებების მიღმა დიდი პოლიტიკური გარიგება იმალება, რომესაც საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ  ჩაეყარა. სანამ აღნიშნული პროცესი  დღის სინათლეზე გამოვიდოდა ამაზე  საუბრობდნენ   "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ამბობს, რომ  ის კრიზისი, რომელიც დღეს სახეზეა  ორმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელოვნურად შექმნა. ახლა კი  ირაკლი კობახიძე სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმს მართვის სადავეებს ნაბიჯ-ნაბიჯ უნაწილებს.

დღის გადაცემები