სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" მოუწოდებს სათამაშო ბიზნესს წარადგინონ ფაქტები, სადაც ჩანს, რომ მოზარდებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და "ხელზე თამაში" უფრო მეტად გახშირდა.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე განმარტავს, აღნიშნულზე მყისიერი რეაგირება იქნება.
"სათამაშო ბიზნესმა აღნიშნა, რომ თითქოს მოზარდებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და "ხელზე თამაში" უფრო მეტად გახშირდა. მოვუწოდებ სათამაშო ბიზნესს ამის ფაქტები მოგვიტანონ.
მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კეთილი ინებონ და მოიტანონ ფაქტები. აღნიშნულზე მყისიერი რეაგირება გვექნება, ამ რეაგირებას მსვლელობას მივცემთ, ფაქტებს მოვიძიებთ და გადავაგზავნით სახელმწიფო უწყებებში, იქ მოხდება შესაბამისი რეაგირება.
მინდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, მეტი ეფექტურობა მოვუწოდო, რომ არ გაჩნდეს არანაირი ეჭვი იმისა, რომ ეს ბავშვები, თითქოს გადავიდნენ იატაკქვეშეთში და კანონი არის დარღვეული. გეთანხმებით, კანონის 7 თვეში დარეგულირება წარმოუდგენელია. ჩვენ გვინდა, საზოგადოების კონსოლიდაცია ამ საკითხზე. ყველამ ერთად გამოვიჩინოთ კანონმორჩილება, ეს იქნება სათამაშო ბიზნესი, სახელმწიფო ინსტიტუციები, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დავემორჩილებით კანონს და აღვასრულებთ. თუ სადმე დარღვევა არის მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოვიდნენ კონტაქტზე და ერთად ვიბრძოლოთ, რათა აღმოვფხვრათ. მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ, რა მექანიზმებით მოხდება კანონის სრული აღსრულება",- აღნიშნავს თამარ ჯაფარიძე.