24.11.2024 | 17:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე: "საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე, რაც დამსახურებულად გვეკუთვნის"
"ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დაჩქარებული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გახშირდა როგორც საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ისე ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში. მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე.
იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას ველით ყველა ევროპული სახელმწიფოსგან, რომელთათვისაც საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, მათი ინტერესიცაა".
დღის გადაცემები