დღის სიახლეები
მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.
მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს "ოქროს ნიღბის" საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში "მამა" და "ART-ხელოვნება". იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.
მსგავსი
დღის გადაცემები