28.11.2024 | 12:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა ("ბახტრიონი"), ბ-ნი გიორგი ("მზიანი ღამე"), არჩილ ფორია ("გვადი ბიგვა"), ფირუზა ("მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი ("ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი ("კავკასიური ცარცის წრე"), I ღმერთი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი ("მაკბეტი").

გადაღებულია ფილმებში: "ჩემი მეგობარი ნოდარი" , "კარდაკარ" , "ფეოლა", "ვინ არის დამნაშავე", "კაპიტნები", "მოიტაცეს თამარ ქალი".

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი" გაიხსნა.

დღის გადაცემები