24.11.2024 | 19:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მსოფლიო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 500 მილიონი დოლარი გამოყო

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რათა ქვეყანას ომის შედეგად შექმნილი გადაუდებელი ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს.

"რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მასიურ განადგურებას - წყლის, სანიტარული და ელექტრო ქსელების ჩათვლით - ზამთრის მოახლოებისას ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა.

მისი ინფორმაციით, დაფინანსების ახალი ნაწილი მოხმარდება ძირითადი სამთავრობო სერვისების შენარჩუნებას.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, რომელიც უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დგას", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები