დღის სიახლეები
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა [ვიდეო]
ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა. დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე ადგილით დაასრულა.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 ივლისს ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გუნდურ შეჯიბრებაში, ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს (45:44) და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. 9 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.
მსგავსი
დღის გადაცემები